"დღეს კიდევ ერთმა ანგელოზმა დაამარცხა სიკვდილი"
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2019 16:21
"დღეს კიდევ ერთმა ანგელოზმა დაამარცხა სიკვდილი"

ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ფრანგი ექიმების დამსახურებით, დღეს კიდევ ერთმა ანგელოზმა დაამარცხა სიკვდილი. ის 5 თვიდან იაშვილის კლინიკაში უშედეგოდ ებრძოდა ლეიკემიას.
ის ახლა უკვე სრულიად ჯანმრთელია.
მადლობას ვუხდი ქ. აჟენის სამედიცინო პერსონალს და სიამოვნებით მოვიკითხავ იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელობას, რომელმაც მუქარა წერილობით შემომითვალა. იმ შემთხვევაში, თუ საჯაროდ არ მოვიხდიდი ბოდიშს აღნიშნული კლინიკის დადანაშაულებისთვის, სასამართლოში მიჩივლებდნენ.
მიჩივლეთ ბატონებო!
ამ პატარა კაცის წინაშე პირნათელი ვარ !
ჩვენ გავიმარჯვეთ!!!"- წერს სულაშვილი.

ტეგები