„ქართული ოცნებიდან“, სავარაუდოდ, რამდენიმე წევრი გარიცხეს
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2019 18:05
„ქართული ოცნებიდან“, სავარაუდოდ, რამდენიმე წევრი გარიცხეს

გავრცელებული ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ რამდენიმე წევრი გარიცხეს.

არსებული ინფორმაციით, გარიცხულებს შორისაა დეპუტატი ოთარ ჩრდილელი. დაუზუსტებელი ცნობით, ჩრდილელის გარდა, გარიცხულებს შორისაა კიდევ რამდენიმე დეპუტატი, რომელმაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა.

ამ ეტაპზე, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

ტეგები