პრეზიდენტი: არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა 1 წლის წინ წამებით მოკლა, მაგრამ ვერ დაამარცხა
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2019 19:32
პრეზიდენტი: არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა 1 წლის წინ წამებით მოკლა, მაგრამ ვერ დაამარცხა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა 1 წლის წინ წამებით მოკლა, მაგრამ ვერ დაამარცხა.

"მე, როგორც პრეზიდენტი და როგორც დედა, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს და ამავდროულად, მადლობას ვუხდი არჩილ ტატუნიშვილის ოჯახს, ასეთი გმირის გაზრდისთვის.

დღეს ჩვენი ქვეყანა არჩილზე და მისნაირ გმირებზე დგას", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

არჩილ ტატუნაშვილი, მეგობრებთან ერთად ცხინვალის დეფაქტო წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. მოგვიანებით, ოსურმა მხარემ განცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი ცხედარი კი, მოთხოვნის მიუხედავად, ქართულ მხარეს ერთი თვის დაგვიანებით გადმოსცეს. ექსპერტიზამ კი აჩვენა, რომ ის ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას. დოკუმენტი აწესებს შავ სიას იმ ადამიანებისთვის, ვინც პასუხისმგებელია დანაშაულების ჩადენასა და დაფარვაში.

ტეგები