ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად გეგა გეგეშიძე რჩება
ამობეჭდვა · 23 / 02 / 2019 18:21
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად გეგა გეგეშიძე რჩება

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად გეგა გეგეშიძე რჩება,-აღნიშნულის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გადაწყვეტილება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმმა მიიღო.

ცნობისთვის დღეს ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა სადაც ზურაბ დათუნაშვილის და ფედერაციის პრეზიდენტის დაპირისპირება მთავარი განსახილველი საკითხი იყო. სხდომის პარალელურად ზურაბ დათუნაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

შეგახსენებთ, 11 იანვარს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის გამოც გეგეშიძე სამართალდამცავებმა 4-საათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. 24 იანვარს კი სასამართლოს გადაწყვეტილებით გეგეშიძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. 

ტეგები