ფოფხაძემ, ბესელიამ და გოგიჩაიშვილმა „ქართული ოცნება“ ოფიციალურად დატოვეს
ამობეჭდვა · 23 / 02 / 2019 19:37
ფოფხაძემ, ბესელიამ და გოგიჩაიშვილმა „ქართული ოცნება“ ოფიციალურად დატოვეს

გედევან ფოფხაძემ „ქართულ ოცნებას“ პარტიის დატოვების შესახებ განცხადებით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის ოფისში ადასტურებენ.

„გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი აღარ ირიცხებიან პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რიგებში. გედევან ფოფხაძემ პარტიას განცხადებით მიმართა. ეკა ბესელიამ პარტიის დატოვების შესახებ საჯარო განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა. პარტიიდან გასვლის შესახებ საჯაროდ განაცხადეს ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ. ისინი პარტიის რიგებში აღარ ირიცხებიან“ – აცხადებენ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურში.

მანამდე გედევან ფოფხაძემ ფრაქცია ქართულ ოცნებას წასვლის განცხადებით მიმართა. უმრავლესობა ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმაც დატოვეს.

ტეგები