დავით ქირია მსოფლიო ჩემპიონია
ამობეჭდვა · 24 / 02 / 2019 15:22
დავით ქირია მსოფლიო ჩემპიონია

ქართველი კიკბოქსიორი დავით ქირია ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე (KUNLUN World Championship) ასპარეზობდა.

ქართველმა მებრძოლმა დღეს ორი ორთაბრძოლა მოიგო და მსოფლიო ჩემპიონის ქამარი კარიერაში მესამედ მოიპოვა  (-70 კგ. წონითი კატეგორია). ფინალურ ორთაბრძოლაში ქირია მაროკოელ მარუან ტუტოჰის დაუპირისპირდა. ხუთი დაძაბული რაუნდის შემდეგ, გამარჯვებული ქირია გამოვიდა (29-29,28-29, 30-29, 30-27, 30-29). ქართველმა ჩემპიონმა ნახევარფინალში ჩინელი ფენგს ჟინგლი დაამარცხა.