ოსკარი 2019-ის გამარჯვებულები ცნობილია
ამობეჭდვა · 25 / 02 / 2019 09:57
ოსკარი 2019-ის გამარჯვებულები ცნობილია

ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის 91-ე დაჯილდოების გამარჯვებულები დაასახელა. ლოს-ანჯელესში გამართული ცერემონია წამყვანის გარეშე გაიმართა. 

წლევანდელი ოსკარის გამარჯვებულები არიან:

საუკეთესო უცხოენოვან ფილმად Roma დასახელდა;

საუკეთესო რეჟისორად ალფონსო კუარონი (Roma) დაასახელეს;

საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში ოსკარი მიიღო რემი მალეკმა; საუკეთესო მსახიობი ქალი ოლივია კოულმანი გახდა;


საუკეთესო სიმღერად ფილმისთვის დასახელდა ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის დუეტი Shallow ფილმიდან "ვარსკვლავის დაბადება.

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცის ნომინაციაში ოსკარი მიიღო მაჰერშალა ალიმ. მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალების ნომინაციაში კი ოსკარი რეჯინა კინგმა მიიღო;

კატეგოგორიაში საუკეთესო ანიმაციური ფილმი: Spider-Man: Into the Spider-Verse -ია გამარჯვებული

საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის გახდა Black Panther.

ტეგები