დეპუტატი გედევან ფოფხაძე მმართველ გუნდს ოფიციალურად ტოვებს
ამობეჭდვა · 25 / 02 / 2019 12:26
დეპუტატი გედევან ფოფხაძე მმართველ გუნდს ოფიციალურად ტოვებს

დეპუტატი გედევან ფოფხაძე მმართველ გუნდს ტოვებს. ამის შესახებ ფოფხაძემ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადება.

ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ფრაქციას ტოვებს. მისი თქმით, გუნდს გადაწყვეტილების შესახებ 22 თებერვალს აცნობა.

დეპუტატი მმართველი გუნდიდან წასვლის მიზეზად სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა დატოვეს. 

ტეგები