გელოვანის I ჩიხში გზის კეთილმოწყობა დასრულდა
ამობეჭდვა · 25 / 02 / 2019 15:26
გელოვანის I ჩიხში გზის კეთილმოწყობა დასრულდა

ოქროყანაში, მირზა გელოვანის I ჩიხში, გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.

საგზაო ინფრასტრუქტურა 1600 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 85 ათასი ლარი დაიხარჯა.

პროექტის ფარგლებში, სავალი ნაწილის გასწვრივ ბორდიური მოეწყო და ასფალტის საფარი დაიგო. შპს „პარმას“ მიერ შესრულებულ საგზაო სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

მთაწმინდის რაიონის გამგეობა-ს ფოტო.

მთაწმინდის რაიონის გამგეობა-ს ფოტო.

მთაწმინდის რაიონის გამგეობა-ს ფოტო.

ტეგები