მმართველი გუნდის წევრები ბიძინა ივანიშვილს ხვდებიან
ამობეჭდვა · 25 / 02 / 2019 16:31
მმართველი გუნდის წევრები ბიძინა ივანიშვილს ხვდებიან

თბილისში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში მმართველი გუნდის რამდენიმე წევრი იმყოფება.

შეხვედრას ესწრებიან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, დეპუტატები რომან კაკულია, ზვიად ძიძიგური, ასევე პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე და რეჟისორი გოგა ხაინდრავა.

გარდა ამისა,  შუშის სასახლეში შეხვედრას ესწრება ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც პარტიას პიარკონსულტაციას უწევს.

არც ერთ მათგანს შეხვედრაზე შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

ტეგები