დავით კირკიტაძე სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა
ამობეჭდვა · 25 / 02 / 2019 17:45
დავით კირკიტაძე სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

დავით კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც ის 15 000 მოქალაქისა და პარლამენტის 27 წევრის პირადი თავდებობით მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლას ითხოვდა, გურჯაანიას რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, კირკიტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება.

როგორც მოსამართლემ განმარტა, შუამდგომლობა სათანადოდ მომზადებული არ იყო.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტეგები