თბილისში 26 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ამობეჭდვა · 25 / 02 / 2019 17:57
თბილისში 26 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 26 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის დასახლების III მიკრორაიონის, ვირსალაძის და თელეთის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლების, იუმაშევის, ჭირნახულის და არსენ მეკოკიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეველეს ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
 

ტეგები