ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის პირდაპირი ვიდეოტრანსლაცია
ამობეჭდვა · 25 / 02 / 2019 19:03
ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის პირდაპირი ვიდეოტრანსლაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოებასთან თანამშრომლობით, სეულის საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი ტრანსპლანტოლოგებისა და ილიაუნის სამედიცინო მიმართულების პროფესორებისა და ლექტორების მონაწილეობით ილიაუნისთან აფილირებულ კლინიკაში „ინოვა“ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩატარდება.

დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ 28 თებერვალს, 10:00 საათიდან, უყურონ პირდაპირ ტრანსლაციას საოპერაციოდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში.

ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროფესორები კობა შანავა და ივანე აბიათარი, ასევე მოწვეული ლექტორები ნიკოლოზ რთველიაშვილი და ლევან ქოიავა. ღვიძლი გადაინერგება ცოცხალი დონორისგან. ოპერაციაში ასევე ჩაერთვება დელეგაცია სეულის საუნივერსიტეტო კლინიკიდან წამყვანი ტრანსპლანტოლოგის, პროფესორ კვანგ ვუნგ ლის ხელმძღვანელობით.


დრო: 28 თებერვალი, 10:00 საათი

ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, გ. წერეთლის N1

ტეგები