"ანა ბებოს და მის შვილს არასდროს აღარ შეაწუხებთ შიმშილი და სიცივე"
ამობეჭდვა · 25 / 02 / 2019 22:42
"ანა ბებოს და მის შვილს არასდროს აღარ შეაწუხებთ შიმშილი და სიცივე"

აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მოხუცისთვის ერთ დღეში ნაჩუქარი ბედნიერება. ანა ბებოს და მის შვილს არასდროს აღარ შეაწუხებთ შიმშილი და სიცივე. გადახდილი ექნებათ ერთი წლის გადასახადები, სულ ახალი საწოლი ლეიბები, საბნები, თეთრეული, თბილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სახლისთვის ყველა საჭირო ნივთი, დიდი ხნის უნახავი ტელევიზორი, მაცივარი, შეშა, წამლები, 3 თვის სამყოფი საჭმელი პროდუქტები. გადავუხადეთ ყველა მაღაზიაში და აფთიაქში ვალები. რადგან შვილი მოხუცს მარტო ცოტა ხნითაც ვერ ტოვებს და მუშაობა არ შეუძლია, სახლში ექნება ათი ან მეტი ფუტკრის სკა, ძველი მეფუტკრეა და მთელი გულით და სიხარულით მოუვლის, ეყოლებათ ქათმები და საჭმელი არასდროს გამოელევათ, ფუტკარის ამბავში, ხვალ თუ ხელი შეგვეშალა, ვუყიდით მეწველ ძროხას, რომელიც ასევე შემოსავალს და საკვებს მისცემთ, თქვენგან ექნებათ სახლის შესაკეთებელი და საარსებო ფულიც,ბებო კი ხედავთ უკეთესადაა, დგა კიდეც, სახლის დალაგებაშიც კი უნდოდა მოხმარება ))) დავიწყეთ მკურნალობა და ყველაფერს გავუკეთებთ რაც დასჭირდება გამოსაჯანმრთელებლად, ნეტავ გესმოდეთ, როგორ გლოცავთ ყველას, არც სჯერა რომ ასეთი ამბები ხდება მის სახლში. ექნება ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა და ძალიან დიდი ხნის შემდეგ დღეს პირველად გაიღიმა. ყველას სათითაოდ მილიონი მადლობა, ამ ოჯახის გაბედნიერებისთვის, არასდროს აღარ დავტოვებთ უყურადღებოდ. აქ ჩამოსვლა და ანა ბებოს მონახულება თუ მოგინდეთ ვინმეს - დედოფლისწყარო, სოფელი საბათლო, ანა მიქელაშვილი. გენაცვალოთ ჩემი თავი!", - წერს სინჯიკაშვილი.
#სიკეთეგადამდებია

ტეგები