„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ შესაძლოა, გაერთიანდეს
ამობეჭდვა · 26 / 02 / 2019 12:12
„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ შესაძლოა, გაერთიანდეს

საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან კიდევ სამი დეპუტატის გასვლა, “ევროპული საქართველოს“ უმცირესობის დაშლას იწვევს. უმცირესობა კი იმ შემთხვევაში შეიძლება შენარჩუნდეს, თუკი “ევროპული საქართველო“ და ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ უმცირესობის ფორმატში გაერთიანებას მოახერხებენ.

როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე მათ კონსულტაციები არ ჰქონიათ.

“ჯერჯერობით უმცირესობას დაშლა არ ემუქრება, რადგან ამისთვის საჭიროა, რომ კიდევ სამმა ადამიანმა დატოვოს უმრავლესობა. თუ სამი დეპუტატი დატოვებს უმრავლესობას, ბუნებრივია, კონსულტაციები გვექნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინასწარი გეგმა გვაქვს შემუშავებული", - აღნიშნა რომან გოცირიძემ.


პრაიმტაიმი

ტეგები