"თიბისი ბანკის" საკითხზე სასაუბროდ მზად არ ვარ - კობა გვენეტაძე
ამობეჭდვა · 26 / 02 / 2019 13:00
"თიბისი ბანკის" საკითხზე სასაუბროდ მზად არ ვარ - კობა გვენეტაძე

"თიბისი ბანკის“ საკითხზე სასაუბროდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მზად არ არის. ამის შესახებ გვენეტაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, ბანკების რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, არის რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა.

"როდესაც ამ თემაზე დაიწყო საუბარი, ჩემს თავზე ავიღე ის რისკი, რასაც შეიძლება ჩემი რეპუტაციისთვის ზიანი მიეყენებინა. რადგან, პირველ რიგში, ვზრუნავ ბანკზე და ფინანსურ სექტორზე. სანამ არ გაკეთდა ერთობლივი განცხადება "თიბისი ბანკისა" და ეროვნული ბანკის მიერ, ჩვენ ინფორმაცია არ გაგვიცია. ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ გავეცით დეტალური ინფორმაცია. ასეთ სიტუაციაში რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, არის რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა. ეს არის ეროვნულ ბანკზე გავლენის მოხდენის მცდელობა,“- განაცხადა კობა გვენეტაძემ საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე. 

ტეგები