ოპოზიცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აკრიტიკებს
ამობეჭდვა · 26 / 02 / 2019 13:31
ოპოზიცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აკრიტიკებს

ოპოზიცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებების გამო მწვავედ აკრიტიკებს. „უნდა გამოვეხმაურო ამ საოცარ სულისკვეთებას, თითქოს მადლიერი უნდა ვიყოთ, რომ ეროვნულო ბანკის პრეზიდენტი კანონის მოთხოვნებს ასრულებს, მადლობა საქართველოს მთავრობას რომ პარლამენტი არსებობს, მადლობა რომ ოპოზიციას უფლება აქვს ისაუბროს, მადლობა რომ კითხვების დასმის საშუალებას გვაძლევს. ეს დითირამბები არის სამარცხვინო და პოლიტიკური უტიფრობა თქვენგან დამადლება რომ მობრძანდით", - ასე მიმართა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ კობა გვენეტაძეს.

„ბატონო კობა ვერ ხვდებით სად იმყოფებით? თქვენ იმყოფებით საკანონმდებლო ორგანოში და ესაუბრებით ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენლებს.მადლობა გვითხარით რომ შესაძლებლობას გაძლევთ საზოგადოებას აუხსნათ რა ხდება ჩვენს თავს.ძალიან გთხოვთ ტონი შეარჩიოთ და აქ დარჩებით იმდენ ხანს სანამ პასუხს არ გასცემთ ყველა ჩვენს შეკითხვას, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.

გუშინდელი განცხადების მიუხედავად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტში მაინც მივიდა. საკანონმდებლო ორგანოში „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უსმენენ.

პარლამენტში უარის მიზეზები სებმა გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეროვნულ ბანკს პარლამენტისთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდება მიზანშეწონილად არ მიაჩნია, კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპისა და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით. აქვე განმარტავენ, რომ ამგვარი დისკუსიებით, შესაძლოა, ზიანი მიადგეს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს. „იმისთვის რომ გავაანალიზოთ რა გავლენა აქვს ამა თუ იმ რეგულაციას გარკვეული დროა საჭორო. იმისთვის რომ გავაანალიზოთ რა შედეგები აქვს რეგულაციას.ის სტატიკუტური ინფორმაცია რომელიც დღეს არსებობს არ იძლევა ღრმა ანალიზის შემოთავაზების საშუალებას. აქედან გამომდინარე ვთვლით რომ ნაადრევია ამ საკითხის განხილვას და ვფიქრობთ, რომ პირველი კვარტლის მონაცემების არსებობის შემდეგ უფრო მიზანშეზონილი იქნება ამაზე მსჯელობა“, - განაცხადა გვენეტაძემ.

 

წყარო: იმედინიუსი

ტეგები