რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს
ამობეჭდვა · 26 / 02 / 2019 15:25
რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა კვენეტაძის გადადგომას ითხოვს.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საზოგადოების ნდობა არ აქვს და მსგავსი შეხვედრები სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს ფინანსურ სისტემას.

''პარლამენტი იშლება ფაქტობრივად, საპარლამენტო უმრავლესობის სახით და საწუხაროა ის ფაქტი, რომ დაიშალა ეროვნული ბანკი. მისი პრეზიდენტი არის ივანიშვილის მძევალი , ის არის ფაქტობრივად ამ გარემოებათა ტყვე. მან დაკარგა ყოველგვარი მორალური უფლება, რომ იყოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, მას არ აქვს ნდომა საზოგადოების წინაშე. მისი ყოველი დღე და მსგავსი შეხვედრები სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს ფინანსურ სისტემას. დღეს მომხადარი ამბის შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გადადგეს'', - განაცხადა რომან გოცირიძემ

 

ტეგები