"ეკა ბესელია რომ არ გიყვარდეს, ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს" - ვანო ზარდიაშვილი
ამობეჭდვა · 26 / 02 / 2019 20:45
"ეკა ბესელია რომ არ გიყვარდეს, ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს" - ვანო ზარდიაშვილი

"ეკა ბესელია რომ არ გიყვარდეს, ამისთვის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს," - ეს განცხადება კურიერთან ინტერვიუში დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა გააკეთა. თუმცა, არ დააკონკრეტა ის მიზეზები, თუ რატომ არ უყვარს ბესელია.

ზარდიაშვილის თქმით, გუნდურ დამოკიდებულებას ინარჩუნებს ნებისმიერ ადამიანთან. მან განმარტა, რომ გუნდში ყოფნა ერთმანეთის მოფრთხილებას, პატივისცემას და გატანას ნიშნავს.

მან ქართულ ოცნებაში არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის რეალურად მოსამართლეების საკითხს არ გამოუწვევია.

"მე არ ვფიქრობ, რომ მოსამართლეების თემამ გამოიწვია რაიმე კრიზისი. საერთოდ რაიმე კრიზისზე საუბარი აბსურდული მგონია. ეს მოჰყვებოდა მოსამართლეების საკითხს, მეხანძრე-მაშველების საკითხს, თუ ექიმების საკითხს, საკითხი უკვე მომწიფებული იყო. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არსებობს ტრადიცია და შეხედულება, რომ 8 წლის თავზე ხელისუფლებები იცვლებიან. არსებობს ხალხი, რომლებიც მზად არიან, ოცნებიდან პორტირება განახორციელონ სხვადასხვა პარტიაში," - ამბობს ზარდიაშვილი.

ტეგები