თელავში CO-თი ორი ადამიანი მოიწამლა
ამობეჭდვა · 26 / 02 / 2019 22:11
თელავში CO-თი ორი ადამიანი მოიწამლა

თელავში CO-თი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში ორი ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. imedinews-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი კორპუსის მე-8 სართულზე მცხოვრებმა ოჯახის წევრებმა თავი შეუძლოდ იგრძნეს, რის შემდეგაც სამაშველო სამსახური გამოიძახეს.

იმის გამო, რომ მაშველებს კარები დაკეტილი დახვდათ, ისინი სახლში აივნიდან, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით შევიდნენ.

ორივე მათგანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მკურნალი ექიმის თქმით, პაციენტების სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება და მათი დეტოქსიკაცია მიმდინარეობს.

ტეგები