"მომავალში, სრულიად უფასო იქნება მუნიციპალური პარკინგი"
ამობეჭდვა · 27 / 02 / 2019 15:31
"მომავალში, სრულიად უფასო იქნება მუნიციპალური პარკინგი"

"დიარ ფრენდს, არ აყვეთ პანიკას, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და რეალურად ვიმსჯელოთ ზონალურ პარკირებაზე. სანდო წყაროზე დაყრდნობით გატყობინებთ, რომ ზონალური პარკირება 1 ივლისიდან ამოქმედდება მხოლოდ და მხოლოდ ლესელიძის ქუჩასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეგახსენებთ, ეს არის ტურისტული ზონა, სადაც თავისუფალ საპარკინგე ადგილს დღეს ძალიანაც რომ ეცადოთ, ვერ იპოვით (დაკავებულია გასაქირავებელი და სხვა კომერციული ავტომანქანებით). რაც შეეხება მოსახლეობას, სწორედ მოსახლეობისთვის კეთდება ზონალური პარკირება. დღეს ყველაზე დაჩაგრულები არიან ამგვარ ქუჩებზე მცხოვრები ადამიანები. მომავალში, მათთვის სრულიად უფასო იქნება მუნიციპალური პარკინგი. 

და ბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, წელს მხოლოდ ლესელიძის ქუჩას შეეხება ზონალური პარკირება. მე პირადად დიდი ხანია ვნატრობ, აღმაშენებელის გამზირზე (სადაც საცხოვრებელ სახლებს არა აქვთ ეზოები) რაც შეიძლება სასწრაფოდ ამოქმედდეს ზონალური პარკირება, რადგან მოსახლეობა კომერციული ავტომანქანების გამო დარჩენილია პარკირების უფლების გარეშე", - ამის შესახებ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი წერს.