“შემომეხარჯა” – ბრიტანეთის ელჩი Twitter-ზე ფოტოს აქვეყნებს
ამობეჭდვა · 27 / 02 / 2019 16:03
“შემომეხარჯა” – ბრიტანეთის ელჩი Twitter-ზე ფოტოს აქვეყნებს

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი Twitter-ზე აქვეყნებს ფოტოს, რომელიც მის მიერ ქართული ენის სწავლის პროცესს ასახავს.
 
“შემომეხარჯა – შემთხვევით მთლიანად დავხარჯე, მაგრამ არ მინდოდა და მაქვს მოლოდინი, რომ გაგებით მოეკიდებით”, – წერია ელჩის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე.