პრეზიდეტმა საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან მჭიდრო კომუნიკაციისკენ მოუწოდა
ამობეჭდვა · 28 / 02 / 2019 11:04
პრეზიდეტმა საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან მჭიდრო კომუნიკაციისკენ მოუწოდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, ქართულ დიასპორას, სტუდენტებსა და აზერბაიჯანში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა.

საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ გახსნა, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ შეხვედრებზე განხილულ საკითხებსა და მიღწეულ შეთანხმებებზე ისაუბრა.

როგორ სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, აზერბაიჯანში ვიზიტი ახალ იმპულსს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერობებს.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევთან შეხვედრის შესახებ ქართულ დიასპორას საკუთარი შეფასება გაუზიარა და განაცხადა, რომ დიდი ენერგეტიკული პროექტების დასასრულს, სამომავლო პერსპექტივების მიმართ აზერბაიჯანის ინტერესი არ შესუსტებულა და ენერგეტიკის გარდა, სხვა სფეროებში თანამშრომლობის პოლიტიკური ნება არსებობს.

პრეზიდენტის განცხადებით, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები ჩინეთთან და ევროკავშირთან საქართველოს უპირატესობას აძლევს და ქმნის შესაძლებლობას, რომ ეს უპირატესობა აზერბაიჯანმაც გამოიყენოს ერთობლივი პროექტების განხორციელებით. ეს ნიშნავს აზერბაიჯანისა და საქართველოს ისტორიული მეგობრობის განმტკიცებასა და კავკასიის რეგიონის დიდ მომავალს.


სალომე ზურაბიშვილმა მისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად ჰუმანიტარულ - კულტურული ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა დაასახელა და აღნიშნა, რომ ქართულ დიასპორასთან შეხვედრები მისი ოფიციალური ვიზიტებისას, უდიდესი დატვირთვის მატარებელი და უცხოეთში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერის გამოხატულებაა.

სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ საელჩოების საქმიანობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა საელჩოებს მჭიდრო ურთერთობა ჰქონდეთ დიასპორასთან, რათა ისინი სახელმწიფოსაგან გვერდში დგომას გრძნობდნენ.

ტეგები