პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო ლიდერი ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და საჭიროა, ევროკავშირმა შესაბამისად უპასუხოს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს
ამობეჭდვა · 01 / 03 / 2019 00:56
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო ლიდერი ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და საჭიროა, ევროკავშირმა შესაბამისად უპასუხოს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს

„საქართველო ლიდერი ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით. მიმდინარეობს ქვეყნის დემოკრატიზაცია, ხელისუფლების დანაწილება, ხორციელდება რეფორმები. ყველაფერი კარგ გზაზეა, ასე რომ ახლა ვფიქრობთ, რომ საჭიროა, ევროკავშირმა შესაბამისად, პოზიტიურად უპასუხოს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრა ირაკლი კობახიძის პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ტეგები