საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ზონალური საპარკინგე სივრცეების შემოღებას მხარს არ დაუჭერენ
ამობეჭდვა · 01 / 03 / 2019 13:48
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ზონალური საპარკინგე სივრცეების შემოღებას მხარს არ დაუჭერენ

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ზონალური საპარკინგე სივრცეების შემოღებას მხარს არ დაუჭერენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა.

„ერთი წლის წინ კახა კალაძემ „სითი პარკი“ რატომ გაიყვანა?! საპარკინგე ადგილები არ არისო, ჯარიმა და საურავი არის მაღალიო, გადაჰყავთ საჯარიმოზეო თბილისელებს კისერზე აწვებათო. რა შეიცვალა ერთი წლის მანძილზე? საპარკინგე ადგილი არც ერთი არ დამატებია ქალაქს, ჯარიმა იგივეა, საურავი იგივეა, ავტომობილები ისევ გადაჰყავთ, სერვისი გააძვირა კალაძემ და ამაზე ტაში დააკვრევინა თბილისელებს. შესაბამისად, ამ ინციატივას ჩვენ რა თქმა უნდა არ ვემხრობით. როდესაც ამბობენ, მოსახლეობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა გადასხდნენო, რომელ საზოგადოებრივ ტრანსპორტს გულისხმობენ, მეტროს, სადაც ჭერი ინგრევა თუ ყვითელ ავტობუსებში, რომელიც დაფახფახებს და იწვება? როცა ამბობენ, რომ ეტაპობრივად მოხდება შეცვლა, ჯერ ევროპული სტანდარტის საზოგადოებრივი ტრანსპორტი შექმნან და მერე ვიმსჯელოთ", -განაცხადა ხაბეიშვილმა.

მერია საპილოტე პროექტის განხორციელებას 1-ელი ივლისიდან ლესელიძისა და მისი მიმდებარე ქუჩების ტერიტორიაზე აპირებს. მერიის გადაწყვეტილებით, ლესელიძის ქუჩაზე ავტობუსები იმოძრავებს, ხოლო პარკირების ზონალური საფასური სავარაუდოდ 50 თეთრიდან განისაზღვრება.

 

ინტერპრესნიუსი

ტეგები