საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ამობეჭდვა · 01 / 03 / 2019 19:24
საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

სამტრედიის საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანისთვის ბრალდებულ შპს „ელენიკოს“ დამფუძნებელს, ნუგზარ მარკოიძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ნუგზარ მარკოიძემ ყალბი ანგარიშფაქტურების დამზადება აღიარა.

პროცესზე დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიებად 20 ათასლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 23 აპრილს 11:00 საათზე ჩაინიშნა.

სამტრედიის საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი გუშინ დააკავეს.

ტეგები