პოლიციამ 23 თებერვალს ქაშუეთთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირი დააკავა
ამობეჭდვა · 02 / 03 / 2019 11:42
პოლიციამ 23 თებერვალს ქაშუეთთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 23 თებერვალს თბილისში, ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე დ.გ.-ს, რომელსაც სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია. ამჟამად დაშავებულის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა დადგენის მიზნით გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები. 

გამოძიება  ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.