ენგურის კაშხალზე მსოფლიო დონის სანახაობის შექმნა იგეგმება
ამობეჭდვა · 02 / 03 / 2019 14:33
ენგურის კაშხალზე მსოფლიო დონის სანახაობის შექმნა იგეგმება

ენგურის კაშხალზე მსოფლიო დონის სანახაობის შექმნა იგეგმება, რომელსაც სს ‘’საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის’’ შვილობილი კომპანია შპს ‘’ენგურის ტურისტული ცენტრი’’ ახორციელებს, რომლის მიზანს წარმოადგენს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარე ენგურის კაშხლის მიმდებარედ ტურისტული მუზეუმებისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა.

ამ ეტაპისთვის დასრულებულია დეტალური საპროექტო სამუშოები, რომელიც შესრულებულია ესტონური კომპანია „კოკო არქიტექტორების" მიერ. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოების ბოლო ეტაპის სოციალურ-ეკონომიკური კვლევის მომსახურების შესყიდვა. ტენდერში 2019 წლის 26 თებერვალს შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიამ“ გაიმარჯვა, რომელიც წარმოადგენს „Colliers International Property Consultants Inc“-ის შვილობილ კომპანიას, აღნიშნული კვლევა დასრულდება 60 კალენდარული დღის ვადაში.