სლოვაკეთის საელჩო ფილმის „რაჭა, ჩემო სიყვარულო“ მეორე ნაწილზე მუშაობს
ამობეჭდვა · 02 / 03 / 2019 17:55
სლოვაკეთის საელჩო ფილმის „რაჭა, ჩემო სიყვარულო“ მეორე ნაწილზე მუშაობს

სლოვაკეთის საელჩო ქართული საბჭოთა ფილმის, „რაჭა, ჩემო სიყვარულო“ მეორე ნაწილის გადაღებით დაინტერესდა. Imedinews-ს დიპლომატიური წარმომადგენლობის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ფილმის გადაღება სლოვაკეთისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით გადაწყვიტეს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, საელჩო კომედიური ჟანრის ფილმისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მოძიებისთვის მუშაობს - სწორედ ამიტომ, უცნობია, როდის დაიწყება გადაღებები, თუმცა სცენარი უკვე მზადაა.

დიპლომატიური წარმომადგენლობა ასევე არ ახმაურებს „რაჭა, ჩემო სიყვარულო“ მეორე ნაწილის რეჟისორისა და მსახიობების ვინაობას.

დამატებით დეტალებზე სლოვაკეთის საელჩო ფინანსური რესურსის მოძიების შემდეგ გაავრცელებს ინფორმაციას.

ქართული საბჭოთა ფილმის „რაჭა, ჩემო სიყვარულო“ პრემიერა 1977 წლის 8 ივლისს გაიმართა.