"ანაკლია სითის" CFO: 2 წლის განმავლობაში ყოველდღიურად 2 200 000 ლარი დაიხარჯება
ამობეჭდვა · 02 / 03 / 2019 20:05
"ანაკლია სითის" CFO: 2 წლის განმავლობაში ყოველდღიურად 2 200 000 ლარი დაიხარჯება

"ანაკლია სითის" ფინანსური დირექტორი გიორგი ჩუგოშვილი ანაკლიაში დაგეგმილ ინვესტიციებზე Facebook–ის საკუთარ გვერდზე წერს. 

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმში ვმუშაობ უკვე 992 დღეა... 

ჩემ თვალწინ დაიხარჯა 180,000,000 ლარი უპრეცენდენტო გამჭვირვალობით და პასუხისმგებლობით... 

ამ პერიოდის განმავლობაში ინვესტორები საშუალოდ დღეში ხარჯავენ 181,500 ლარს... 

ყოველ დღე... 

24 საათში ერთხელ... 

181,500 ლარს... 

თავისი ჯიბიდან... 

საკუთარი რისკით... 

შემდეგი 2 წლის განმავლობაში დაიხარჯება ყოველდღიურად 2,200,000 ლარი... 

ყოველ დღე... 

24 საათში ერთხელ... 

2,200,000 ლარი... 

რამდენ ქართულ ოჯახში შევა ეს თანხა... 

რამდენი გამოცდილება დაგროვდება ქვეყანაში... 

რამხელა ღირებულება შეიქმნება... 

დღეს რაც გვაქვს, არის 110 ჰექტარზე დადგმული 8 მეტრის სიამღლის 5 მლნ კუბური მეტრი ქვიშის მთა ამოღებული ზღვის ფსკერიდან 11 მეტრ სიღრმეზე... 

ეს მთა გვინდა რომ ვაქციოთ და აუცილებლად ვაქცევთ ქვეყნის განვითარების მთავარ კატალიზატორად!!! 

მეორე პროექტი არ არის ამ ქვყანაში, რომელიც ყველას გაგვიიაფებს ცხოვრებას, გაგვაძლიერებს ეკონომიკურად, პოლიტიკურად და უსაფრთხოების კუთხით... 

ეს პროექტი იქნება მრავალჯერ უფრო ეფექტური ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ვიდრე წინა 25 წლის განმავლობაში ნებისმიერი მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების კუმულატიური ეფექტი მრავალგზის ხარისხში აყვანილი... 

ერთადერთი რაც პროექტს ჭირდება არის ხალხის მხარდაჭერა... 

დანარჩენს მივხედავთ!!!", - წერს გიორგი ჩუგოშვილი.