ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაპირისპირებისას სამი ადამიანი დაიჭრა
ამობეჭდვა · 02 / 03 / 2019 22:29
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაპირისპირებისას სამი ადამიანი დაიჭრა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შედეგად, სამი ადამიანი დაიჭრა. დაშავებულია კიდევ რამდენიმე პირი.

საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის განცხადებით, მათთან მხოლოდ ორი დაჭრილი რჩება, ერთს ჩაუტარდა ოპერაცია, მეორეს კი ამჟამად უტარდება. მისივე თქმით, მესამე პირი მსუბუქად იყო დაჭრილი და უკვე გაწერეს საავადმყოფოდან.

შსს-ს ინფორმაციით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ხულიგნობას, ჩადენილს ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.