"არსად არ გვიშვებენ...მირჩიეთ ვინმემ, კანონის მიღებაზე როგორ მივმართო მთავრობას!" - ანიტა რაჭველიშვილი-მაისურაძე
ამობეჭდვა · 03 / 03 / 2019 12:51
"არსად არ გვიშვებენ...მირჩიეთ ვინმემ, კანონის მიღებაზე როგორ მივმართო მთავრობას!" - ანიტა რაჭველიშვილი-მაისურაძე

ქართველი ოპერის ვარსკვლავი, ანიტა რაჭველიშვილი-მაისურაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"საქართველოში აუცილებლად უნდა მივიღოთ კანონი რომელიც ცხოველების საზოგადო ადგილებში შეყვანის ნებას დაგვრთავს! ორი კვირაა სახლში ვარ და ფრენკის გამო ყავის დასალევადაც ვერ შევდივართ ვერსად. სულ გამოსული ვარ სახლიდან საქმეების გამო და მთელი დღე მშიერი ვარ ან გარეთ გვიწევს სადილი რადგან საერთოდ არსად არ გვიშვებენ ფრენკის რომ ხედავენ! რამე რეგულაცია ხომ უნდა არსებობდეს?! მირჩიეთ ვინმემ გთხოვთ ამ კანონის მიღებაზე როგორ მივმართო მთავრობას!
ბრონხიტი მაქვს ორი კვირაა იმიტომ რომ ქუჩაში ვარ და არსად არ გვიშვებენ!
მესმის რომ არ არის მძიმე პრობლემა,თუმცა ვიცი რომ ბევრის პრობლემაა ვისაც ოთხფეხა მეგობარი ყავს სახლში!
აი ამ საყვარელს რატომ არ უნდა უშვებდნენ არსად?! ევროპაში ყველგან შევდივართ ფრენკისთან ერთად და დიდი ცუგებიც გვინახავს საზოგადო თავშეყრის ადგილებშიც და რესტორნებშიც!", - წერს მომღერალი.

ტეგები