უემბლის სტადიონზე გასამართი BTS-ის კონცერტის ბილეთები 90 წუთში გაიყიდა
ამობეჭდვა · 03 / 03 / 2019 13:07
უემბლის სტადიონზე გასამართი BTS-ის კონცერტის ბილეთები 90 წუთში გაიყიდა

4 მაისს ლოს ანჯელესში პოპულარული სამხრეთკორეული ჯგუფის, BTS-ის მსოფლიო ტურნე Love Yourself: Speak Yourself დაიწყება. მუსიკოსები ჯამში ხუთ ქვეყანას, მათ შორის ბრიტანეთსაც ესტუმრებიან. არტისტები პირველ ივნისს კონცერტს ინგლისში, უემბლის სტადიონზე გამართავენ.
გამოცემა Metro-ს ინფორმაციით, შოუს ყველა ბილეთი 90 წუთში გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ უემბლის სტადიონი 90,000 ადამიანს იტევს.

მუსიკოსების კონცერტისადმი მაღალი ინტერესის გამო ორგანიზატორებმა უემბლის არენაზე კიდევ ერთი შოუ დაამატეს. ღონისძიება 2 ივნისს გაიმართება, ბილეთების შეძენა კი 8 მარტიდან იქნება შესაძლებელი.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანეს. ბენდმა 2018 წლის ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე ნომინაციაში "ხალხის არჩევანი" ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. კორეელებმა ისეთ არტისტებს აჯობეს, როგორებიც არიან ჯასტინ ბიბერი, არიანა გრანდე და დემი ლოვატო. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200-ისა და Billboard Artist 100-ის პირველი პოზიციების დაკავება შეძლო.

წყარო:popmusic.ge

ტეგები