პატრიარქი: ადამიანი თავად ირჩევს სად დადგეს - მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს
ამობეჭდვა · 03 / 03 / 2019 14:32
პატრიარქი: ადამიანი თავად ირჩევს სად დადგეს - მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს

მათეს სახარება მოგვითხრობს, როგორი იქნება მეორედ მოსვლა უფლისა იესო ქრისტესი. დიდებით მოვა მაცხოვარი და ხალხი ორად გაიყოფა, ნაწილი დადგება მარჯვნივ, ნაწილი მარცხნივ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

„მარჯვენა მხარეს მდგომთა ეტყვის უფალი, მე ვიყავი მშიერი და თქვენ მაჭამეთ მე, მე მწყუროდა და თქვენ მასვით, მე ვიყავი საავადმყოფოში ან ციხეში და თქვენ მომინახულეთ მე. მარცხენა მხარეს ეტყვის, მე ვიყავი მშიერი და თქვენ არ მაჭამეთ, მწყუროდა და თქვენ არ მასვით, ეს გვაფიქრებინებს იმის შესახებ, რა უნდა ვაკეთოთ.

უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი თავად ირჩევს მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს. სახარებაში წერია, ჟამი ახლოს არს. შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ინებოს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის, მთელი მსოფლიოს მარჯვნივ დგომა. მარჯვენა არის ღვთის სადიდებელი.
წყარო:1tv.ge
ღმერთმა ინებოს, რომ ეს მარხვა იყოს სინანულისა და აღდგომა სიხარულისა. სიხარული მოგანიჭოთ უფალმა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა სუფევდეს საქართველოში“, – განაცხადა ილია მეორემ.



 

ტეგები