ძლიერი თოვა ხულოში - მოსახლეობის ნაწილი გარესამყაროს მოწყვეტილია
ამობეჭდვა · 04 / 03 / 2019 10:14
ძლიერი თოვა ხულოში - მოსახლეობის ნაწილი გარესამყაროს მოწყვეტილია

მაღალმთიან აჭარაში უამინდობას ებრძვიან - თოვლის საფარმა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში უკვე ერთ მეტრს მიაღწია. ზოგიერთ სოფელში კი გადაადგილება საერთოდ შეუძლებელია, მოსახლების ნაწილი მოწყვეტილია გარესამყაროს.

როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, გზების ნაწილი გაწმენდილია, აღდგენილია მოძრაობა კურორტ გოდერძიზე.

მოსახლეობას უკვე მიეწოდება ელექტროენერგიაც. ოფიციალური ინფორმაციით, სოფლებთან დამაკავშირებელი გზების სრულად გაწმენდას შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს.

 

ტეგები