ტორნადოების სერიას შტატებში 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 04 / 03 / 2019 13:12
ტორნადოების სერიას შტატებში 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ალაბამას და ჯორჯიის შტატებს ტორნადოებმა გადაუარა. სტიქიის დროს დაიღუპა 23 ადამიანი, დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.

ადგილობრივი შერიფის, ჯეი ჯონსის განცხადებით, ტორნადოების სერიამ ლის ოლქს, „კატასტროფული“ ზიანი მიაყენა. სტიქიის შედეგად, დაინგრა საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა საავტომობილო გზები და მანქანები.

ალაბამას შტატის სამაშველო სამსახურის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები დროებით შეჩერებულია და დილიდან განახლდება. უწყება არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.

 

ტეგები