გიორგი გახარიაზე გაკეთებული განცხადების გამო, პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს გამოკითხავს
ამობეჭდვა · 04 / 03 / 2019 15:48
გიორგი გახარიაზე გაკეთებული განცხადების გამო, პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს გამოკითხავს

"თიბისი ბანკის" თანდამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა, პროკურატურაში განცხადება გაკეთდა.

"მამუკა ხაზარაძე გამოიკითხება ამავე საქმის ფარგლებში და როდესაც პროცესუალურად დაადასტურებს მის მიერ გახმოვანებულ ბრალდებას მუქარაზე, პროკურატურა მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, - განაცხადეს პროკურატურაში.

ტეგები