„მირზა სუბელიანისნაირი ხალხი გარეთ არ უნდა დადიოდეს“ - ზაზა სარალიძე
ამობეჭდვა · 04 / 03 / 2019 15:51
„მირზა სუბელიანისნაირი ხალხი გარეთ არ უნდა დადიოდეს“ - ზაზა სარალიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მირზა სუბელიანს 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქედან მირზა სუბელიანმა 9 თვე მოიხადა, შესაბამისად, ის საპატიმროს 4 თვეში დატოვებს.

განაჩენთან დაკავშირებით კომენტარი სხდომის შემდეგ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ გააკეთა.

სარალიძის თქმით, მისი მიზანი "ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაა":

"ჩემი მიზანი არ არის აქ წლები ვინმე გამოიკეტოს. ჩემი მიზანია, ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა და აუცილებლად დადგება. მთავარია, რომ ბრალდებულია, დანარჩენს გამოძიება დაადგენს, რა ბრალი შეიძლება მომავალში მირზა სუბელიანს წაეყენოს. წესით, მირზა სუბელიანისნაირი ხალხი გარეთ, თავისუფლებაზე არ უნდა დადიოდნენ", - თქვა ზაზა სარალიძემ.

ტეგები