„ამ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში დიდი სიამოვნებით მივალ“ - გიორგი გახარია
ამობეჭდვა · 04 / 03 / 2019 17:25
„ამ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში დიდი სიამოვნებით მივალ“ - გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს რომ „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში მისვლისთვის მზად არის.

 

„რაც შეეხება პარლამენტში მისვლას, არაერთხელ მივსულვარ. ამ საქმესთან დაკავშირებითაც დიდი სიამოვნებით მივალ... ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების, სხვა ყველაფერი არის ტყუილი. წერტილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში მისულმა მამუკა ხაზარაძემ გახარია დაადანაშაულა და განაცხადა, რომ შს მინისტრმა მას მუქარის წერილი მისწერა.

ტეგები