სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტს პირველად მიმართავს
ამობეჭდვა · 06 / 03 / 2019 10:07
სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტს პირველად მიმართავს

პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი დღეს, პარლამენტის წინაშე ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით გამოვა.

პარლამენტის ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით, პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლა შემდეგი პროცედურით გაგრძელდება: თავდაპირველად 10-10 წუთი იმ ფრაქციების თავმჯდომარეებს დაეთმობათ, რომლებიც არ შედიან საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში. პარლამენტში ამჟამად ასეთი ორი ფრაქციაა: “ნაციონალური მოძრაობა“ და “საქართველოს პატრიოტები“, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღევანდელ პლენარულ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ამის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნა 15-15 წუთიანი დროით საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერებს დაეთმობათ.

პრეზიდენტის გამოსვლას პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სრული შემადგენლობა, ასევე თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრება.

ტეგები