ეკონომიკის მინისტრი თანამდებობას ტოვებს
ამობეჭდვა · 06 / 03 / 2019 10:13
ეკონომიკის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობას ტოვებს.

რა გახდა საკადრო ცვლილების კონკრეტული მიზეზი ამის შესახებ მმართველ გუნდში ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა "პრაიმტაიმის" წყაროს ცნობით, ქობულიას შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ის უახლოეს ხანში ოფიციალურად გახმოვანდება.

გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის პოსტზე 2018 წლის ივლისში დაინიშნა, მანამდე კი ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა.
 

ტეგები