სოფო კილაძე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
ამობეჭდვა · 06 / 03 / 2019 12:23
სოფო კილაძე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილს შეხვდა.

შეხვედრა ორგანიზაციების მომართვის საფუძველზე გაიმართა და მიზნად ისახავდა ერთმანეთის საქმიანობების გაცნობასა და ურთიერთთანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმებას.

სოფო კილაძე სტუმრებს კომიტეტის საქმიანობის შესახებ ესაუბრა და მიმდინარე აქტივობები გააცნო. მისი შეფასებით, კომიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება კომიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ კომიტეტში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი პროცესი საზოგადოების ფართო ჩართულობით წარვმართოთ. შესაბამისად, მივესალმები სამოქალაქო საზოგადოების ინტერესს, როგორც კომიტეტის საქმიანობის მიმართ, ისე გამოწვევების და თავიანთი იდეების გაზიარების კუთხით. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საინტერესო საკითხზე და სამომავლო თანამშრომლობაზეც შევთანხმდით“- აღნიშნა სოფო კილაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
 

ტეგები