ინგლისში 8 წლის ბიჭმა მამონტის კბილი იპოვა
ამობეჭდვა · 06 / 03 / 2019 13:05
ინგლისში 8 წლის ბიჭმა მამონტის კბილი იპოვა

არქეოლოგიით გატაცებულმა 8 წლის ბრიტანელმა ბიჭმა ინგლისის არხში მდებარე იურულ სანაპიროზე მამონტის კბილი იპოვა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

მოზარდი სანაპიროზე მეგობრებთან ერთად სეირნობდა. სებასტიანის თქმით, ის მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც უჩვეულო და საინტერესო რამ იპოვა.

მეცნიერების თქმით, კბილი ბეწვიან მამონტს ეკუთვნის, რომელიც 40 000 წლის წინ ცხოვრობდა.

წყარო: imedinews.ge
 

ტეგები