ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომაზე ევროკავშირშიინტეგრაციის საგზაო რუკა განიხილეს და ხაზიგაუსვეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მაღალ ხარისხს
ამობეჭდვა · 06 / 03 / 2019 13:59
ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომაზე ევროკავშირშიინტეგრაციის საგზაო რუკა განიხილეს და ხაზიგაუსვეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მაღალ ხარისხს

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თავმჯდომარეობდა, საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგისგანხორციელების შესახებ 2018 წლის ანგარიშიგანიხილეს და საქართველო-ევროკავშირისურთიერთობების მაღალი ხარისხი დადებითადშეაფასეს.

კიდევ ერთხელ დადასტურდა მზადყოფნაევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკურიასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისშემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით. ორივემხარემ აღიარა საქართველოს ევროპულიმისწრაფებებისა და ევროპული არჩევანის, ასევედემოკრატიული, სტაბილური და წარმატებულიქვეყნის მშენებლობის საერთო მიზნის მნიშვნელობა. ასოცირების საბჭომ განიხილა საქართველოს „საგზაორუკა ევროკავშირისკენ“, რომლის მიზანიცააევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისგაღრმავება.

მხარეებმა დაადასტურეს, რომ მზად არიან, საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელშესახებისარგებლის უზრუნველსაყოფად ითანამშრომლონასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ოთხძირითად სფეროში - ეკონომიკური განვითარება დასაბაზრო შესაძლებლობები; ინსტიტუციურიგაძლიერება და ეფექტიანი მმართველობა; ტრანსპორტი, ენერგოეფექტურობა, გარემოს დაცვადა კლიმატური ცვლილებები; გაზრდილიმობილურობა და ხალხთა შორის კონტაქტები.

ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ 2018 წლის28 ოქტომბრისა და 28 ნოემბრის საპრეზიდენტოარჩევნები ჩატარდა მთლიანობაში კონკურენტულგარემოში, ასევე აღნიშნა მცირე ხარვეზები და ხაზიგაუსვა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა დაადამიანის უფლებების ოფისის(ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინების მნიშვნელობასდემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვისხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით, 2020 წელს დაგეგმილისაპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით. ასოცირების საბჭო მიესალმა კონსტიტუციის ახალივერსიის ძალაში შესვლას 2018 წლის დეკემბერში, რითაც დასრულდა საქართველოს გადასვლა სრულსაპარლამენტო სისტემაზე. ასოცირების საბჭომმოუწოდა ყველა პოლიტიკურ სუბიექტსთანამშრომლობისა და ღია დიალოგისკენ, მათშორის სამოქალაქო საზოგადოებასთან, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისშემდგომი გაძლიერების, პლურალისტულიდემოკრატიის კონსოლიდაციისა და რეფორმებისწარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სტრატეგიულიკომუნიკაციისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგბრძოლის სფეროებში ევროკავშირსა დასაქართველოს შორის წარმატებულითანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას.

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მიერწლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს კანონისუზენაესობის განმტკიცებისკენ მიმართულიყოვლისმომცველი რეფორმების ჩატარებაში, ასევეაღნიშნა ზოგიერთი სფერო, სადაც აუცილებელიაშემდგომი წინსვლა და მოუწოდა საქართველოსსასამართლო რეფორმის მე-4 ტალღისგანხორციელებისკენ და მართლმსაჯულებისინსტიტუტების გაძლიერების გაგრძელებისკენმოსამართლეთა დანიშვნის პროცესში, სხვაასპექტებთან ერთად, გამჭვირვალობის პრინციპისდაცვის და დამსახურებაზე დაფუძნებულიმიდგომების მეშვეობით. ევროკავშირმა ხაზგასმითაღნიშნა მზადყოფნა, გააგრძელოს საქართველოსმხარდაჭერა სასამართლო რეფორმისგანხორციელებისა და კანონის უზენაესობისგანმტკიცების პროცესში.
 

ტეგები