ანრი ოხანაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
ამობეჭდვა · 06 / 03 / 2019 14:07
ანრი ოხანაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნაში მიმდინარე მოვლენებზე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ბატონ ქნირშთან მეორე ოფიციალური შეხვედრა მქონდა. ჩვენ ვისაუბრეთ და მიმოვიხილეთ მიმდინარე მოვლენები - როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი საკითხები. გერმანიის ელჩი ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარია. გერმანია მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა გერმანიის მხრიდან. ჩვენ ვისაუბრეთ, ასევე, იმ სამომავლო თანამშრომლობაზე, რომელსაც ვგეგმავთ გერმანიის მხარდაჭერით და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით“,- განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.






 

ტეგები