საქართველოს პარლამენტის წევრი, ეკონომიკური პოლიტიკის პირველი მოადგილე გიორგი ბეგაძე პრეზიდენტის გამოსვლას ეხმიანება
ამობეჭდვა · 06 / 03 / 2019 14:13
საქართველოს პარლამენტის წევრი, ეკონომიკური პოლიტიკის პირველი მოადგილე გიორგი ბეგაძე პრეზიდენტის გამოსვლას ეხმიანება

„დღეს, საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტმა თავის მოხსენებაში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ტურიზმითან დაკავშირებული საინტერესო იდეა გააჟღერა.

საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარების დიდი პერსპექტივა არსებობს, ჩვენი ქვეყანა თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე საერთაშორისო კონფერენციების, სემინარების, საქმიანი შეხვედრების ჩატარების კარგ შესაძლებლობებს იძლევა.

დავეთანხმები საქართველოს პრეზიდენტს, რომ ამ მხრივ ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის გამოყენება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.

რეგიონში სამეცნიერო, სასწავლოდა ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროექტები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან სიახლოვე, აღნიშნული შენობის არქიტექტურა, რეგიონის განვითარების და ინვესტიციების მოზიდვის ახალი შესაძლებლობები და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების პერსპექტივის გაჩენა, განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ამ იდეას".

ტეგები