გენერალური პროკურატურა გიორგი ქადაგიძის დაკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართავს
ამობეჭდვა · 07 / 03 / 2019 10:14
გენერალური პროკურატურა გიორგი ქადაგიძის დაკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართავს

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ საქმეზე საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის დაკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართავს.

ქადაგიძემ პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, ქადაგიძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე სასამართლოში დაიკითხება.

დაკითხვის კონკრეტული დრო ჯერ უცნობია.

საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებულ ფულის გათეთრებას. იმ პერიოდში, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს, გიორგი ქადაგიძე ეროვნული ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იყო, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი 2009 წლის თებერვალში გახდა.

 

ტეგები