მხარს ვუჭერ „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას - გიორგი ქობულია
ამობეჭდვა · 07 / 03 / 2019 12:42
მხარს ვუჭერ „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას - გიორგი ქობულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მხარს უჭერს „თიბისი ბანკის" საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას.

ქობულიას განცხადებით ის მიესალმება ყველა ნაბიჯს, რომელიც დააჩქარებს ამ პრობლემის მოგვარებას

„მგონია, რომ რაც უფრო სწრაფად მოხდება ამ საკითხისა და ამ პრობლემატური დისკუსიის დასრულება, მით უფრო კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა ინვესტორისთვის. ამიტომ მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც დააჩქარებს ამ პრობლემის მოგვარებას”, - განაცხადა ქობულიამ.


შეგახსენებთ, „თიბისი ბანკის" საქმეზე არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს.

ტეგები