ირაკლი კობახიძე: პარლამენტში რაიმე არსებითი ცვლილებები არ იგეგმება
ამობეჭდვა · 07 / 03 / 2019 14:14
ირაკლი კობახიძე: პარლამენტში რაიმე არსებითი ცვლილებები არ იგეგმება

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ პარლამენტში რაიმე არსებითი ცვლილებები არ იგეგმება. არის ოთხი ვაკანსია წარმოშობილი, ეს ოთხი ვაკანსია შეივსება”,- ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ კითხვას, შესაძლოა თუ არა, იგი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაანაცვლოს.



პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერმინისტრის პოლიტიკაში დაბრუნებასაც. ირაკლი კობახიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.



„ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ჩვენი ხელისუფლების გაძლიერებაში, პარტიის გაძლიერებაში, ქვეყნის განვითარებაში. მას აქვს ძალიან დიდი რესურსი, რომ წვლილი შეიტანოს პარტიის გაძლიერებაში. ჯერ კიდევ შარშან, პარტიის თავმჯდომარე საუბრობდა იმაზე, რომ არის ქმედითი ნაბიჯები გადასადგამი პარტიის გასაძლიერებლად და ბუნებრივია, ამ კუთხით ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ტეგები