ლიბიაში გარდაცვლილი 23 წლის ქართველი მეზღვაური გორში დაკრძალეს
ამობეჭდვა · 07 / 03 / 2019 16:09
ლიბიაში გარდაცვლილი 23 წლის ქართველი მეზღვაური გორში დაკრძალეს

ლიბიაში გარდაცვლილი 23 წლის ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე გორში, კვერნაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.
 

რაზმაძის ცხედარი გორის ღვთის მშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.
 

23 წლის გორელი მეზღვაური, დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას 6 იანვრის შემდეგ გაუჩინარდა. 21 იანვარს კი, ქართველი მეზღვაური სანაპიროზე, გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი ვარაუდობს, რომ დავით რაზმაძე მოკლულია.

ტეგები